გავიდა ერთი წელი და ფორმულა "კრეაიტივმა" ფილმის "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" მეორე სერია გადაიღო. რეჟისორი ამჯერად რატი რამიშვილია. თუმცა ფილმის საიტზე რომ არ წამეკითხა ეს, ვერც მივხვდებოდი ... სტილი დაცულია ...
წელსაც დაგვპატიჟეს ბლოგერები ჩვენებაზე, რაც ძალიან სასიამოვნოა. ორმაგად არის სასიამოვნო ის, რომ მეორე სერია ბევრად სჯობს პირველს. საბუნიას თავის მიმოხილვაში უწერია, რომ ზოგისთვის პირველი სჯობდა მეორეს რასაც როგორც მინიმუმ არ ვეთანხმებით მე და ლანდიშა.
მე და დაღლილი იგივე ბოღმა ნინო ერთად მივედით და პრინციპში ერთად წამოვედით, სხვა ბლოგერებთან კონტაქტი არ მქონია, ხო ლანდიშას გარდა ... ისე ქება და ქება და ბლოგერების რიცხვმა იმატა, წელს უკვე ბევრი უცნობი სახე ვნახე, დაღლილს ვუთხარი თურმე რამდენის ბლოგს არ ვკითხულობ-თქო, რა დრო იყო სულ 15-იოდე ბლოგი აქტიურობდა, ჩამოვურბენდი უცებ ბლოგროლს ... ახლა კი მას შემდეგ რაც ლანდიშამ მაიძულა wordpress-ზე გადამეტანა ბლოგი, ბლოგროლი დამეკარგა და ღამის კოშმარივით მახსენდება ჩასამატებელი ბლოგების რიცხვი ...
თუმცა ეს ყველაფერი სასიკეთოა რა თქმა უნდა ...
ფილმზე 13:00-ზე დაგვპატიჟეს და პირველი რაც გამახსენდა ხაში იყო .
კვირა დღეს ასე ადრე ადგომა, რის გამოც ბევრი არ წამოვიდა სამწუხაროდ.
ფილმი ძალიან მომეწონა, ამ საახალწლოდ ზუსტად ისეთია განწყობის შესაქმნელად რომ ინატრებ ...
მე მაგალითად აი ბლოგის თემფლეითიც კი შემაცვლევინა.
განსაკუთრებით მომეწონა ფილმის ხარისხი, ფერები, მსახიობები პოლიციელი ელენეს გარდა .
რამდენჯერმე ძალიან გულწრფელად გამეცინა, მითუმეტეს გვერდით "დაღლილი" მეჯდა "არანასვამ" მდგომარეობაში :D
მთლიანობაში სასიამოვნო საყურებელია, დღეს ჩემი და და პატარა ბიძაშვილი ფორმულა 51-ზე აპირებდნენ წასვლას და მე გადავაფიქრებინე და გავუშვი რაც ყველაზე ძალიან გიყვარს-ზე :D
თუმცა ჩემს დას არ მოეწონა და პეროს გამოძრობა ვურჩიე :D
იყო რამდენიმე უაზრო კადრი, აი ჩემი აზრით ნოდარის ციხის მონოლოგი და საერთოდ ციხის სცენა ზედმეტად გაწელილია, სცენარიც ცოტა არ იყოს და პრედსკაზუიმია .
მომეწონა ფილმის დასაწყისი, დედების სცენა ( აქ ძალიან მინდოდა იმ კადრზე საუბარი, მაგრამ არ ვისპოილერებ)
ესეც ასე, მე მომეწონა და მთავარია ვინ დაგვპატიჟებს შემდეგი???
ფაქტია, რომ ფილმებს იღებენ ქართველები.
გაღმა ნაპირი love story, გოგონა სლაიდიდან, ყველაფერი კარგად იქნება და ა.შ.
ყველაზე პრადვინუტი ხალხი კრეატივში აღმოჩნდა :D
ე.ი. who'll be next? :)
თინის გადაღებული მე და დაღლილი ))
ფოტოებიანი პოსტი
Posted in
ალეკო,
მართვის მოწმობა,
პარაპლანი,
ქორწილი,
წარბები,
წივწივა,
წინდები
by utvino
17-ში სერგი დაოჯახდა : )
ყურში ისე უცხოდ მხვდება ეს სიტყვები, იყო ერთი სერგი, ჩემი ბიძაშვილი, ცხოვრობდა ვაზისუბანში, ჰქონდა ერთი პატარა ოთახი, სადაც დიდ დროს ატარებდა, იყო ცოტა ჩაკეტილი და ლაპარაკობდა ასევე ცოტას, ბავშვობაში მე და ქეთის გვცემდა :D ტოისწ ბევრს გვირტყამდა და ასე ერთობოდა, მერე მე ვტიროდი და დედასთან გავრბოდი და სწყინდა, ქეთი არ ტიროდა და იტანდა , ამიტომ მერე მხოლოდ ქეთის სცემდა :D შემდეგ გაიზარდა და არც ერთს აღარ გვირტყამდა ... ახლა ერთი აღარ არის, ორია უკვე : ) არც იმ ოთახში და აღარც იმ სახლში : ) უკვე ბედნიერი და ახალი სოციალური სტატუსით ...
მოკლედ ძალიან მიხარია ...
მიუხედავად იმისა, რომ ქორწილის ტრადიციებს ვერ ვიტან და ფაქტიურად არც ერთი ქორწილიდან ბოლომდე კმაყოფილი არ წამოვსულვარ, ეს იყო კარგი ქორწილი, ლამაზი და მხიარული ...
***
25-ში ალეკომ გამაღვიძა, წამომახტუნა და მერე პარაპლანით გამაფრინა :D
.jpg)
.jpg)
წარმოუდგენლად მაგარი იყო, ისეთი, რომ არც კი მჯერა
.jpg)

ესეც ერთადერთი

და კიდევ ერთი ერთადერთი

***
ბებიაჩემმა მომიქსოვა, ხომ ულამაზესია? :D
P.s. მართვის მოწმობის ბილეთებს ვსწავლობ, რა კოშმარულად ბევრია 
P.p.s. წარბებზე, მათი გახშირების მიზნით კასტორის ზეთს ვისვამ, გსმენიათ მისი ამ სასწაულმოქმედების შესახებ რამე?
ზურიუსის ოცნებებს ვკითხულობდი და ზუსტად იმ დროს როდესაც სახლის პუნქტზე გადავედი დაიწყო CHINAWOMAN ...
ხომ გაქვთ სიმღერები, რომლებიც სხვა ცხოვრებაზე გაწყებინებენ ფიქრს?
ხომ არსებობენ ხმები, რომლებსაც საერთოდ სხვაგან მიჰყავხართ?
ხომ არსებობს მელოდია,რომელიც სულ სხვა ამბებს გახსენებს და საერთოდ განსხვავებულ ფიქრებს აღძრავს?
ხომ ხომ ???
ვერ აღვწერ სად აღმოვჩნდი LOVERS ARE STRANGERS-ის დაწყებისას ...
ეს არც ჩემი საყვარელი ჯგუფია და არც რამე განსკუთრებულად გამორჩეული
უბრალოდ ჯგუფია, რომელიც უნდა იცოდე
ალბათ უნდა ...
მე მიხარია, რომ ვიცი და ხანდახან სულ შემთხვევით პლეილისთში მოხვედრისას რეალობას მწყვეტს, ცოტა ჩაბნელებულ სახლს ღია ფანჯრებით და ქარით ამ ფანჯრებში, წარმომადგენინებს ... სადაც ცივა, მაგრამ რაღაცნაირი სიმყუდროვეა და ერთი ჭიქა ცხელი ჩაია, დიდი, სქელი ნაქსოვი ჟაკეტია და თბილი წინდები ...
სადაც სულ მცირედი გაურკვევლობაა, გრძნობებში და ოცნებებში, ან თუნდაც გეგმებში ...
არ ვიცი , მომინდა უცებ სისულელე დამეწერა
:)
არავისაც არ დავუთაგივარ, ხოდა მე თვითონ დავწერ : )
ვოცნებობ რაღაც ერთი შეხედვით მიუღწევად ან ძალიან რთულად მისაღწევ საგნებზე და მოვლენებზე, მაგალითად დაკარგულ ტერიტორიებზე, ოზონის ხვრელის გამთლიანებაზე და მსგავს გლობალურ თემებზე, დანარჩენი კი უბრალოდ მინდა ...
მინდა სახლი, მხოლოდ ჩემთვის, ან მაქსიმუმ კიდევ 1 ადამიანისთვის ...
მინდა მაღალანაზღაურებადი და საინტერესო საქმე;
კიდევ ძალიან, ძალიან დიდი ხანი მიყვარდეს ალეკო;
კიდევ ძალიან, ძალიან დიდ ხანს ვუყვარდე ალეკოს;
ჩემი და თეატრის ცნობილი მხატვარი გახდეს;
ისეთი ოჯახი მქონდეს, როგორიც არ მქონია და მინდოდა მქონოდა .
დანარჩენი მირ ვა ვსიომ მირე და ნაცნობ-მეგობრების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა თავისთავად ...











